გუარდიოლას ასისტენტს ართმევენ? -
Aa
Aa

გუარდიოლას ასისტენტს ართმევენ? - "არსენალის" დირექტორი არტეტას მისსავე სახლში შეხვდა

ლონდონის "არსენალის" მმართველი დირექტორი, ვინაი ვენკატეშამი, მიკელ არტეტას სახლთან რეპორტიორებმა დააფიქსირეს. სავარაუდოდ, მან ესპანელ სპეციალისტთან "ემირეითს სთედიუმზე" მისი დაბრუნების საკითხი განიხილა.

ბრიტანული Skysports-ის ინფორმაციით, "მეთოფეები" უნაი ემერის შემცვლელს ეძებენ და არტეტას ამ ეტაპზე მთავარ კანდიდატად განიხილავენ. წყაროს მიხედვით, ვენკატეშამი არტეტას სახლში დღეს დილით ესტუმრა. ლონდონელთა მმართველ დირექტორთან ერთად შეხვედრაზე კლუბის ადვოკატი, ჰუს ფაჰმიც იმყოფებოდა, ისინი ესპანელის რეზიდენციაში დაახლოებით დილის 11 საათისთვის მივიდნენ, 13:20 საათზე კი სახლიდან გამოსული ვენკატეშამი და ფაჰმი ფოტორეპორტიორთა ობიექტივში მოხვდნენ.

"არსენალში" სურთ, რომ კლუბი ისეთმა სპეციალისტმა ჩაიბაროს, რომელიც შიდა სამზარეულოს კარგად იცნობს, არტეტამ კი აქტიური საფეხბურთო კარიერის ბოლო 5 წელი (2011-16) სწორედ "ემირეითს სთედიუმზე" გაატარა. როგორც იწერება, მოლაპარაკებები პროგრესირებს და არტეტას პოსტზე დანიშვნა სრულიად რეალურია.

ამჟამად "სიტიში" პეპ გუარდიოლას ასისტენტად მომუშავე არტეტამ, "არსენალთან" გუშინდელი მატჩის შემდეგ სტადიონი მალევე, მედიასთან ყოველგვარი კომენტარის გაკეთების გარეშე დატოვა. 37 წლის ესპანელი აღნიშნულ თანამდებობაზე 2016 წლიდან მუშაობს.

"არსენალმა" უნაი ემერი 29 ნოემბერს გაათავისუფლა, მის დროებით შემცვლელად კი მისი ყოფილი ასისტენტი, ფრედი ლიუნგბერგი დანიშნა. შვედის ხელმძღვანელობით "მეთოფეებმა" 5 მატჩი გამართეს - 1 მოგება, 2 ფრე და 2 წაგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები