დელ ბოსკე:
Aa
Aa

დელ ბოსკე: "დავრჩები თუ არა"?..

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ ესპანურ პრესასთან მისი ნაკრებში დარჩენის შესახებ ისაუბრა.

"პირველ რიგში ვიტყვი, რომ არანაირი ეპოქა არ დასრულებულა. სექტემბერში გუნდი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატისთვის მზადებას დაიწყებს და ამ ტურნირის მოგებას შეეცდება. ჩვენ უამრავი საინტერესო და პროგრესირებადი მოთამაშე გვყავს, რომელთაც დიდ ტურნირებზე წარმატების მიღწება შეუძლიათ. ასე რომ, მომავალს იმედით ვუყურებ".

"რაც შეეხება ჩემს დარჩენას ნაკრების მწვრთნელის პოსტზე, ამ მომენტში ვერაფერს გეტყვით, პირველ რიგში ფედერაციის პრეზიდენტს უნდა შევხვდე და ჩემი მომავლის შესახებ ამის შემდეგ შეგვეძლება საუბარი". - განუცხადა პირენეელ ჟურნალისტებს დელ ბოსკემ.

65 წლის დელ ბოსკე "ფურია როხას" სათავეში 2008 წლიდან უდგას და მასთან ერთად 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი და 2012 წლის ევროპის ჩემპიონატი აქვს მოგებული. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები