Aa
Aa

იურიჩის მასტერკლასი - გენიალური ტაქტიკური სვლები მეორედ "კალჩოს" ისტორიაში

იტალიის სერია A-ს ისტორიაში მეორედ მოხდა, რომ ერთი გუნდის რიგებში შეცვლაზე შესულმა სამივე ფეხბურთელმა გოლი გაიტანა.

„ვერონამ“ ტურინულ „ტორინოსთან“ 0:3 ჩამორჩენა აღმოფხვრა, გოლები ჯამპაოლო პაცინიმ, ვალერიო ვერემ და მარიუშ სტეპინსკიმ შეაგდეს. პაცინიმ თავი პენალტიდან გამოიჩინა, მატჩის ბოლო 15 წუთში კი ვერემ და სტეპინსკიმ „ჯალობლუს“ ქულა გადაურჩინეს.

ვერონელთა თავკაცმა ივან იურიჩმა, მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ მისი ფეხბურთელები გმირები არიან და ეს სწორედ გმირული „ქამბექი“ გახლდათ. ისიც საგულისხმოა, რომ „ვერონამ“ სერია A-ს ეგიდით 3-ბურთიანი ჩამორჩენის შემდეგ ისტორიაში პირველად არ წააგო.

ისტორიული შედეგი პირველად „ჯენოას“ მთავარმა მწვრთნელმა, ტიაგო მოტამ დააფიქსირა, რომელმაც ასევე წლევანდელ სეზონში, 26 ოქტომბერს, „ბრეშიასთან“ სამივე შეცვლა გამოიცნო, მისმა გუნდმა კი 3:1 იმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები