Aa
Aa

მარტივი 2-ქულიანი და იოლი გამარჯვება "შარლოტთან" - ბითაძე NBA-ს დაუბრუნდა

NBA-ს G ლიგაში განათხოვრების შემდეგ გოგა ბითაძე „ინდიანას“ დაუბრუნდა და „შარლოტთან“ გამარჯვებაში მოკრძალებული წვლილი შეიტანა.

ინდიანაპოლისელებმა მეტოქე 107:85 გაანადგურეს, ქართველმა კალათბურთელმა კი პარკეტზე გატარებულ 7 წუთსა და 58 წამში საკუთარ გუნდს 2 ქულა შესძინა. აქტივში ასევე 1 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემაც ჩაიწერა.

„ინდიანას“ მხრიდან, 23 ქულით, საუკეთესო აარონ ჰოლიდეი გახლდათ, ხოლო მაილს ტერნერმა და დომანტას საბონისმა ორმაგი დუბლები მიითვალეს. ტერნერმა 14 ქულას 10 მოხსნა დაამატა, ლიეტუველის აქტივში კი 12 ქულა და 12 მოხსნა იყო.

„პეისერსმა“ 27 თამაშში 18 გამარჯვება მოაგროვა, რითაც აღმოსავლეთ კონფერენციის მე-6 ადგილზე იმყოფება. ბითაძე და მისი თანაგუნდელები მომდევნო შეხვედრას 18 დეკემბერს, თბილისის დროით 4 საათზე ლებრონ ჯეიმსის „ლეიკერსთან“ გამართავენ.

შეგახსენებთ, რომ ბითაძემ რანგით დაბალ ლიგაში ჩატარებულ მატჩში კარგი შთაბეჭდილება დატოვა და 26 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები