ოლიმპიურ სასახლეში მხატვრული ტანვარჯიშის რიგით მე-2 ფესტივალი გაიმართა
Aa
Aa

ოლიმპიურ სასახლეში მხატვრული ტანვარჯიშის რიგით მე-2 ფესტივალი გაიმართა

ოლიმპიურ სასახლეში ვალენტინა კუზმიდის ტანვარჯიშის უმაღლესი სკოლის ორგანიზებით  მხატვრული ტანვარჯიშის ფესტივალი გაიმართა.

ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა ტანვარჯიშის ტურნირი, თბილისის თასი და საქართველოს ჩემპიონატი ჩერლიდინგში.

შეჯიბრებაში  მთელი ქვეყნის მასშტაბით 1000- ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა.  საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები დაჯილდოვდნენ შესაბამისი პრიზებით.

ფესტივალის გახსნის ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და სპორტსმენებს წარმატება უსურვა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.  

ფესტივალი ჩატარდა  ტანვარჯიშის პოპულარიზაცის, ფიზიკური კულტურისა და სპორტის მასობრივი განვითარების, ახალგაზრდების ნიჭისა და უნარის განვითარების ხელშეწყობის, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და პოპულარიზაციის მიზნით.

ცხელი ამბები