ონისე ბუღაძე საქართველოს 2019 წლის აბსოლუტური ფალავანია
Aa
Aa

ონისე ბუღაძე საქართველოს 2019 წლის აბსოლუტური ფალავანია

ოლიმპიურ პარკში მდებარე ვაჟა კაჭარავას სახელობის ფრენბურთის არენაში  ქართულ ჭიდაობაში წლის უმთავრესი ტურნირი - „ფალავნობა 2019" გაიმართა, რომლის გამარჯვებული  საჩხერელი ფალავანი ონისე ბუღაძე გახდა.

ფინალურ შეხვედრაში მან გიორგი ზაქარიაძე დაამარცხა და ტიტულს კარიერაში პირველად დაეუფლა.

მესამე ადგილი ნიაზ დიასამიძემ დაიკავა, რომელსაც მეტოქე - ლაშა ტაველური ტრავმის გამო ვერ გამოუცხადდა.

ტურნირი წინასწარი შეხვედრებით დაიწყო, რის შემდეგაც გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა.

 ფინალურ ბლოკში 4 წონითი კატეგორიის საუკეთესო ფალავნებმა საპრიზო ადგილები გაინაწილეს. 80 და 90 კგ წონით კატეგორიებში გამარჯვებულები გიორგი კაციაშვილი და ილია ბათურაშვილი გახდნენ.

 ლაშა ტაველურმა გაიმარჯვა 100 კგ წონით კატეგორიაში, ხოლო მძიმე წონოსნებში (+100 კგ) საუკეთესოს ტიტულს გიორგი ზაქარიაძე დაეუფლა.

აბსოლუტური ფალავნობის გამარჯვებულმა - ონისე ბუღაძემ საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მიერ დაწესებული ჯილდო - 33 000 ლარი მიიღო. ვერცხლის პრიზიორს, გიორგი ზაქარიაძეს 10 000 ლარი ხვდა წილად, ხოლო მესამე ადგილოსანმა ნიაზ დიასამიძემ 5 000 ლარი გამოიმუშავა.

ცხელი ამბები