Aa
Aa

შენგელიას მორიგი შესანიშნავი თამაში - 19 ქულა, MVP და გამარჯვება!

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-13 ტურში თორნიკე შენგელიას „ბასკონია“ სტუმრად „მურსიას“ დაუპირისპირდა და 86:75 გაიმარჯვა.

მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა ვიტორიელთა ქართველმა კაპიტანმა. შენგელია პარკეტზე 25:34 წუთი იმყოფებოდა, მისი მონაგარი 19 ქულა, 3 მოხსნა, 3 გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება იყო. მარგი ქმედების კოეფიციენტი 21-ს გაუტოლდა და თოკო მატჩის MVP გახდა!

რაც შეეხება ნატურალიზებულ ქართველ მეტ ჯენინგს, მან პარკეტზე 15:43 წუთი გაატარა და 6 ქულა ჩააგდო.

„ბასკონიას“ ამ გამარჯვების შემდეგ მოგება-წაგებათა ბალანსი 7-6-თან აქვს. ვიტორიელები სატურნირო ცხრილში მე-5 მე-9 ადგილებს ინაწილებენ. მომდევნო ტურში შენგელიას გუნდი შინ „ბურგოსს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა 22 დეკემბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები