Aa
Aa

"დემბელე 2"? არტური წელს ვეღარ ითამაშებს - რა სჭირს ბრაზილიელს რეალურად?

„ბარსელონას“ ბრაზილიელი ნახევარმცველი არტური მორიგ უცნაურ და დაუზუსტებელ ტრავმას მკურნალობს და მოედანზე უკვე დიდი ხანია არ გამოჩენილა.

როგორც დღეს გაირკვა 23 წლის ბრაზილი მიმდინარე წელს ვეღარ ითამაშებს და „ბარსას“ დახმარებას 2020 წლიდან შეძლებს, თუმცა ზუსტი თარიღი ამ ეტაპზე არ სახელდება.

ამ ინფორმაციას ესპანური გამოცემა Cadena SER-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით არტურს საზარდული აქვს დაზიანებული, თუმცა კლუბში თვლიან, რომ ოპერაცია საჭირო არ არის, მაგრამ ფეხბურთელს წლის დარჩენილ 2 შეხვედრაში არ უნდა ველოდოთ.

7 დეკემბერს „მალიორკასთან“ მატჩამდე არტურის შესახებ სულ სხვა ინფორმაცია გავრცელდა. მას გონორეა ჰქონდა და შეხვედრას გამოტოვებდა.

ერთი კვირის შემდეგ კი მისი ტრავმის შესახებ დაიწერა. კლუბში თვლიან, რომ ბრაზილიელს განვითარებაში ხელს მისი გაუთავებელი ტრავმები უშლის.

არტურს გასულ სეზონში ფიზმომზადების პრობლემები ჰქონდა და მატჩების უმრავლესობას ბოლომდე ვერ ატარებდა. მიმდინარე სეზონში თითქოს ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ ბრაზილიელი კვლავაც საკმაოდ ბევრ მცირე ტრავმას იღებს და თვეში საშუალოდ 2 მატჩს ტოვებს ხოლმე.

როგორც ჩანს, „ბარსას“ გუნდში მეორე „დემბელეც“ ჰყავს. კლუბი ამ ორ ახალგაზრდა და უნიჭიერეს მოთამაშეზე დიდ იმედებს ამყარებს, მაგრამ უშედეგოდ - ისინი გადაბმულად ტრავმის გარეშე 2 თვესაც კი ვერ თამაშობენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები