პრემიერლიგა:
Aa
Aa

პრემიერლიგა: "მანჩესტერმა" მორიგი ქულები დაკარგა, "ტოტენჰემმა" 91-ე წუთზე მოიგო (VIDEO)

პრემიერლიგის მე-17 ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ, „ოლდ ტრაფორდზე“ 2 ქულა დაკარგა. სულშერის გუნდმა „ევერტონთან
 ფრედ 1:1 ითამაშა.

36-ეწუთზე ლინდელოფის ავტოგოლის შემდეგ „ევერტონი“ დაწინაურდა და ამის შემდეგ „იუნაიტედი“ კოლოსალურ უპირატესობას დაეუფლა.

„მანკუნიანელებმა“ ამხელა უპირატესობის ტაბლოზე გადატანა ვერ მოახერხეს და საბოლოოდ მხოლოდ ფრეს დასჯერდნენ. 77-ე წუთზე გრინვუდმა ჭკვიანური დარტყმით მორიგი გოლი გაიტანა.

„წითელი ეშმაკები“ 17 ტურის შემდეგ, 25 ქულით მე-6 პოზიციაზე იმყოფებიან.

თავისი შეხვედრა მოიგო და ცხრილში „მანჩესტერს“ გადაასწრო ჟოზე მოურინიოს „ტოტენჰემმა“. ლონდონელებმა „ვულვზთან“ სტუმრად დრამატულ ბრძოლაში 3 ქულა მოიპოვეს.

მე-8 წუთზე ლუკას მოურას გარღვევისა და ბრწყინვალე დარტყმის შემდეგ „დეზები“ დაწინაურდნენ.

67-ე წუთზე ადამა ტრაორეს გასროლის შედეგად „ვულვზმა“ გაათანაბრა. თითქოს მატჩი ფრედ უნდა დასრულებულიყო, თუმცა 91-ე წუთზე კუთხურის შემდეგ იან ვერტონგენმა საჯარიმოში ყველას დაასწრო და „ტოტენჰემს“ 3 ქულა გაუფორმა.

ლონდონელები 26 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფებიან და მეოთხეადგილოსან „ჩელსის“ 3 ქულით ჩამორჩებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები