ბურჯანაძემ გადამწყვეტ მომენტში გაიბრწყინა! 2 სამქულიანი ოვერტაიმში და გამარჯვება!
Aa
Aa

ბურჯანაძემ გადამწყვეტ მომენტში გაიბრწყინა! 2 სამქულიანი ოვერტაიმში და გამარჯვება!

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-13 ტურში ბექა ბურჯანაძის „გრან კანარიამ“ „ობრადოიროს“ 102:100 სძლია.

შეხვედრის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო ბურჯანაძე, რომელმაც თავისიანების გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

შეხვედრა თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა და ძირითადი დრო ფრედ დასრულდა. გამარჯვებულის გამოსავლენად 2 ოვერტაიმი გახდა საჭირო, ბურჯანაძემ კი გადამწყვეტ მომენტში გაიბრწყინა.

ბექამ პარკეტზე 27:24 წუთი დაჰყო, მისი მონაგარი 14 ქულა, 4 მოხსნა და 1 გადაცემა იყო. დამატებით მეორე ტაიმში მისმა ორმა სამქულიანმა „გრან კანარიას“ გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.

ლიგა ენდესას სატურნირო ცხრილში ბურჯანაძის გუნდი 7 მოგებითა და 6 მარცხით მე-5 და მე-8 ადგილებს იკავებს. მომდევნო ტურში „გრან კანარია“ გიორგი შერმადინის „ტენერიფეს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა 21 დეკემბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები