ხაბიბი რონალდუს:
Aa
Aa

ხაბიბი რონალდუს: "თუ დროულად არ წახვალ, მაშინ სპორტი დაგტოვებს შენ"

UFC-ის ვარსკვლავმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა Russia Today-ისთან საუბრისას კრიშტიანუ რონალდუს საკმაოდ ვრცელი რჩევა მისცა.

ხაბიბის თქმით, პორტუგალიელი ფეხბურთიდან დროულად უნდა წავიდეს, რადგან მის ადგილს მალე სხვები დაიკავებენ.

თუ, ის დროულად არ წავა, მაშინ რონალდუ უკან დარჩება, რადგან გამოჩნდებიან ახალი ჩემპიონები, „მშიერი“ და მონდომებული ახალგაზრდები.

ის დროულად უნდა წავიდეს, სანამ მის ადგილს სხვა დაიკავებს. 35 წლის ასაკში ფიზიკური ფორმა...

მესმის, რომ რთულია მიატოვო ის საქმე რასაც მთელი ცხოვრება მიუძღვენი. მიუხედავად იმისა რა გსურს შენ, როდესაც პენსიაზე გასვლის დრო მოვა, თუ დროულად არ წახვალ, მაშინ სპორტი დაგტოვებს შენ.

კარიერის ბოლოს მას აღარ ექნება ისეთი მოტივაცია და „შიმშილის“ გრძნობა, როგორიც დასაწყისში ჰქონდა.

მწვერვალზე სამუდამოდ ვერავინ რჩება. ამიტომ, დროულად წასვლა არის საჭირო. ახლა ფიზიკურად ის კარგად უძლებს, მაგრამ რამდენის არის კრიშტიანუ? 33? 34?

35 წლის ასაკში რონალდუს იგივე რეაქციები ვეღარ ექნება, ვერც ფიზიკურად იქნება ისეთივე როგორიც ახლა. მნიშვნელობა არ აქვს შენ კრიშტიანუ ხარ, თუ ხაბიბი - მოვა ვინმე სხვა, ვინც შენს ადგილს დაიკავებს.

რონალდუს სწორედ ამას ვურჩევ, ისევე როგორც ჩემს თავს - უნდა წახვიდე დროულად, ადექვატურ დროს“.

ვნახოთ რა რეაგირება ექნება რონალდუს მის მიმართ გამოთქმულ მოსაზრებებზე და თუნდაც იგივე მაურისიო სარის გადაწყვეტილებებზე, როდესაც ის რამდენჯერმე მნიშვნელოვან დროს შეცვალეს, რის შემდეგაც გუნდმა თამაში მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები