''არაბიძის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა'' - ექიმის კომენტარი და ოპერაციის კადრები
Aa
Aa

''არაბიძის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა'' - ექიმის კომენტარი და ოპერაციის კადრები

პორტუგალიური ''ნასიონალიდან'' თურქულ ''ადანასფორში'' განათხოვრებულმა გიორგი არაბიძემ გასულ თვეში ოპერაცია გაიკეთა და ფეხბურთს 4 თვით ჩამოშორდა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ლიდერს ოპერაცია თურქეთში ექიმმა იუსუფ უნალმა ჩაუტარა.

უნალმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ოპერაციისწინა და ოპერაციის შემდგომი კადრები. უნალი აღნიშნავს:''გიორგი არაბიძის ტერფის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. მნიშვნელოვანია თითოეულ სპორტსმენს ტრავმის მიღებისას სწორი დიაგნოზი დაუსვან, რომ თავი ჯანმრთელად იგრძნონ.''

 

თბილისის ''ლოკომოტივისა'' და დონეცკის ''შახტარის'' ყოფილი ფეხბურთელი ''ადანასფორს'' გასულ ზაფხულში შეუერთდა. ტრავმის მიღებამდე არაბიძემ თურქეთის ჩემპიონატში 6 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი შეაგდო და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. გარდა ამისა თურქეთის თასის შეხვედრაში გოლითა და საგოლე პასით გამოიჩინა თავი.

არაბიძის ტრავმის შემდეგ ''ადანასფორი'' თურქეთის რანგით მეორე ლიგაში ძალიან წარუმატებლად ასპარეზობს, 18-გუნდიან ჩემპიონატში 9 ქულით მე-17 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები