შერმადინი მოწოდების სიმაღლეზე! ქართველი ცენტრის ეფექტური თამაში და გამარჯვება
Aa
Aa

შერმადინი მოწოდების სიმაღლეზე! ქართველი ცენტრის ეფექტური თამაში და გამარჯვება

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-14 ტურში გორგი შერმადინის „ტენერიფე“ სტუმრად „ანდორას“ დაუპირისპირდა და 86:76 დაამარცხა.

კომბინაცია და შერმადინის ლამაზი ორქულიანი

შერმადინი თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ კარგად გამოიყურებოდა. ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 15:03 წუთი დაჰყო. მისი მონაგარი 12 ქულა, 3 მოხსნა და 1 გადაცემა იყო.

სწრაფი შეტევა და შერმადინი სამწამიანში დომინირებს

აღსანიშნავია, რომ შერმადინს არცერთი სროლა არ გაუცუდებია. 6-დან ექვსივე ორქულიანი ზუსტად მოათავსა.

„ტენერიფეს“ ამ გამარჯვების შემდეგ 8 მოგება და 5 მარცხი აქვს, სატურნირო ცხრილში მე-4 პოზიციას იკავებს. მომდევნო ტურში შერმადინი და კომპანია „გრან კანარიას“ დაუპირისპირდება. მატჩი 21 დეკემბერს შედგება.

შეხვედრის მშვენება - შერმადინის აგრესიული ჩატენვა!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები