ხერარდ პიკე:
Aa
Aa

ხერარდ პიკე: "საქართველოსთან წაგების შემდეგ, ვთქვი, რომ"...

ესპანეთის ნაკრების მცველმა ხერარდ პიკემ იტალიასთან მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან საინტერესო კომენტარი გააკეთა:

"შორს ვარ იმ აზრისგან, რომ რაიმე სწორად არ გავაკეთეთ. თუმცა, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე საკმარისად ძლიერები არ ვართ, რათა უფრო მეტს მივაღწიოთ".

"საქართველოს ნაკრებთან წაგების შემდეგ ვთქვი, რომ "ევრო 2016"-ის ფავორიტად არ მოვიაზრებოდით და სამწუხაროდ, მართალი აღმოვჩნდი. მიზეზი ალბათ ისაა, რომ დღესდღეობით კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი გვყავს, მაგრამ არა იმ დონის შემსრულებლებით, რომლითაც ასეთი მასშტაბური ტურნირის მოგება შეიძლება". - დასძინა პიკემ. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები