Aa
Aa

"ინდიანას" მორიგი გამარჯვება - ბითაძეს კვლავ არ ენდობიან

NBA-ს მორიგი დღის შეხვედრა გამართა გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“, რომელიც სტუმრად „ატლანტა ჰოუქსს“ დაუპირისპირდა და 110:100 გაიმარჯვა.

კვლავ ძალიან დაბალი ნდობა აქვს ბითაძეს, რომელმაც ხსენებულ შეხვედრაში 59 წამი ითამაშა და სტატისტიკის გრაფაში ყველგან ნულები ჰქონდა.

„ინდიანას“ მხრიდან ორმაგი დუბლით გამოირჩა დომანტას საბონისი - 12 ქულა, 14 მოხსნა. 19 ქულა, 12 გადაცემა და 8 მოხსნა ჰქონდა მალკოლმ ბროგდონს, ტი ჯეი უორენმა კი 18 ქულა ჩააგდო.

„ინდიანამ“ ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო და აღმოსავლეთ კონფერენციაში 26 შეხვედრაში 17 მოგებითა და 9 მარცხით მე-6 პოზიციაზე იმყოფებიან. ინდიანაპოლისელები მომდევნო მატჩს 16 დეკემბერს შინ „შარლოტ ჰორნეტსთან“ ჩაატარებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები