კობლიაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონზე გამარჯვებით საქართველოს თასი მოიპოვა
Aa
Aa

კობლიაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონზე გამარჯვებით საქართველოს თასი მოიპოვა

ბათუმში საქართველოს ჩემპიონატი ჭიდაობაში დასრულდა.

ტურნირის ბოლო დღეს ჩემპიონები ბერძნულ-რომაულო სტილით მოჭიდავეებში გამოვლინდნენ.

დღის პირველ ფინალში ამირან შავაძე გიზო მელაძეს დაუპირსპირდა. აჭარული დერბი შავაძეს გამარჯვებით დასრულდა.

67 კილოში რამაზ ზოიძე ლანჩხუთელ გიორგი შოთაძეს შეხვდა. დაძაბული ორთაბრძოლა აჭარელი სპორტსმენის გამარჯვებით დასრულდა.

მომდევნო ფინალში ერთმანეთს ბექა მამუკაშვილი და გიორგი ფოცხვერაშვილი დაუპირისპირდნენ. დაძაბულ ბრძოლაში მამუკაშვილმა მეტოქე ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

დღის მთავარი ფინალი 87 კილოგრამ წონით კატეგორიაში გაიმართა , სადაც ერთმანეთს რობერტ კობლიაშვილი და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ლაშა გობაძე შეხვდნენ. შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთით ადრე , როდესაც ანგარიში 7:3 იყო კობლიაშვილის სასარგებლოდ მეტოქემ ტრავმა მიიღო და ფინალს ჩაეხსნა.

ჩემპიონატის ბოლო შეხვედრაში კი ერთმანეთს ლევან არაბული და გიორგი ბარბაქაძე დაუპირისპირდნენ, სადაც დაძაბულ ბრძოლაში საქართველოს ჩემპიონის ტიტული არაბულმა დაისაკუთრა.

ცხელი ამბები