ორჯონიკიძე საკუთარი კლუბის ლიდერად ჩამოყალიბდა
Aa
Aa

ორჯონიკიძე საკუთარი კლუბის ლიდერად ჩამოყალიბდა

საქართველოს ნაკრების ხელბურთელმა, თეიმურაზ ორჯონიკიძემ უნგრეთის ჩემპიონატსა და თასზე თავი გამოიჩინა, სადაც ბოლო 3 მატჩში 15 გოლი გაიტანა.

ორჯონიკიძის კლუბი ოროშჰაზი უნგრეთის ეროვნული ლიგის დებიუტანტია. ბოლო მატჩი გუნდს ქვეყნის თასზე ჰქონდა, სადაც მერვედფინალში საკუთარ მოედანზე  ჩემპიონატში მესამე ადგილზე მყოფ ტატაბანიას შეხვდა, რომელიც ევროტურირებზეც წარმატებით გამოდის და EHF თასის ჯგუფურ ეტაპზეცაა გასული.

შეხვედრა ფრედ, 23-23 მორჩა, მაგრამ უნგრული წესების თანახმად, მეოთხედფინალში სტუმარი გუნდი გავიდა. ორჯონიკიძემ 2 გოლი გაიტანა.

სულ ორჯონიკიძემ ჩემპიონატის 9 თამაშში მიიღო მონაწილეობა (3 ტრავმის გამო გამოტოვა) და 35 გოლი დაუგროვდა, შვიდიც ორ სათასო შეხვედრაში გაიტანა.

თეიმურაზი ოროშჰაზის ერთადერთი ხელბურთელია, ვინც თავისი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს. ამას კლუბმა საკუთარ ფეისბუკზე სპეციალური ფოტოკოლაჟით სტატუსი მიუძღვნა, რომელიც ორჯონიკიძის სანაკრებო მატჩებიდანაა შედგენილი

 

ცხელი ამბები