საქართველოს ჩემპიონები ბერძნულ-რომაულ სტილშიც გამოვლინდნენ
Aa
Aa

საქართველოს ჩემპიონები ბერძნულ-რომაულ სტილშიც გამოვლინდნენ

ბათუმში მიმდინარე საქართველოს ჩემპიონატზე გამარჯვებულები ბერძნულ -რომაულ სტილში გამოვლინდნენ.

ფინალური შეხვედრები 5 წონით კატეგორიაში გაიმართა.

55 კილოში საქართველოს ჩემპიონი ზურიკო მაჭარაშვილი გახდა , რომელმაც ფინალში აკაკი ოსიაშვილი დაამარცხა.

დღის მეორე ფინალურ ბრძოლაში ლერი აბულაძე ქერიმ მაჩალიკაშვილს დაუპირისპირდა. აჭარული დერბი აბულაძეს გამარჯვებით დასრულდა.

72 კილოში უძლიერესი იური ლომაძე გახდა. ფინალურ ბრძოლაში ოზურგეთელმა მოჭიდავემ ოლიმპიური თამაშების პრიზიორი შმაგი ბოლქვაძე დაამარცხა.

82 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩემპიონობა აივენგო რიკაძემ იზეიმა. გარდაბნელმა მოჭიდავემ უშეღავათო ორთაბრძოლაში მინიმალური უპირატესობით შეძლო გელა ბოლქვაძის დამარცხება და საქართველოს თასის გამარჯვებული გახდა.

დღის ბოლო ფინალურ შეხვედრაში რევაზ ნადარეიშვილი მათე სოფაძეს დაუპირისპირდა.  მსოფლიოს პრიზიორმა ბაღდათელ მეტოქეს მათე სოფაძეს მინიმალური ანგარიშით 2-1 მოუგო.

ცხელი ამბები