როგორ დავამარცხოთ ჯოშუა, ფიური და უაილდერი - დილიან უაითის სტრატეგია
Aa
Aa

როგორ დავამარცხოთ ჯოშუა, ფიური და უაილდერი - დილიან უაითის სტრატეგია

დილიან უაითს ენტონი ჯოშუას, ტაისონ ფიურისა და დეონტეი უაილდერის წინააღმდეგ ჩხუბი სურს. ბრიქსტონელი მებრძოლი დარწმუნებულია, რომ ხსენებულ ტრიოს შანსს არ დაუტოვებს და Sky Sports-თან საუბრისას ის სტრატეგია დაასახელა, რომელსაც თითოეული მოკრივის წინააღმდეგ გამოიყენებს.

უაილდერი

„მშიშარა და ქათამი“.

„უაილდერის წინააღმდეგ ჩხუბი ადვილი არ იქნება, რადგან მარდი მებრძოლია და უცნაური მოძრაობები ახასიათებს. მძიმე ჯახს ველოდები, მაგრამ მჯერა, რომ მისი ნოკაუტში ჩაგდება შემიძლია. ვიღაცებს შესაძლოა გაეცინოთ, მაგრამ მე საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ.

უაილდერთან ბრძოლისას ჯებზე არ ვიქნები დამოკიდებული. პირველივე რაუნდში აქტიურად შევუტევ და აგრესიულად ვიჩხუბებ“.

ჯოშუა

„ორგზის მსოფლიო ჩემპიონი. მეტი რა ვთქვა? მასთან მესამე ბრძოლას სიამოვნებით გავმართავდი. ჩვენ შორის ანგარიში 1-1-ია.

მე მისი დამარცხება შემიძლია. ჯოშუას მარცხენა ჰუკით განხორციელებული დარტყმები ხშირად ეპარება და მე დღესდღეობით საუკეთესო მარცხენა ჰუკი მაქვს. მჯერა, რომ მას ნოკაუტში ჩავაგდებ“.

ფიური

„ფიური ჭკვიანი ბიზნესმენია. ტაისონი კრივს დაუბრუნდა, ორ „მისტერ არავისს" ეჩხუბა, ბევრი ლაპარაკით უაილდერთან ბრძოლის გამართვის უფლება მიიღო და კარგად გამოიყურებოდა, ხოლო შემდეგ WWE-ში დიდი ფული გააკეთა.

ტაისონი უცნაური ბიჭია, მაგრამ ვიცი, რომ მისი დამარცხება შემიძლია. ფიურის კორპუსში უნდა შეუტიო და მასზე ზეწოლა უნდა განახორციელო. ვალინთან ბრძოლაში გამოჩნდა, რომ მას ოპონენტის მიერ განხორციელებულ ზეწოლასთან გამკლავება ძალიან უჭირს".

ცხელი ამბები