''მან. იუნაიტედის'' მთავარი სამიზნე ჰავერცია - 81 მილიონი 20 წლის ტალანტში
Aa
Aa

''მან. იუნაიტედის'' მთავარი სამიზნე ჰავერცია - 81 მილიონი 20 წლის ტალანტში

Dailymail-ის ცნობით ''მანჩესტერ იუნაიტედი'' კაი ჰავერცის შეძენით ძალიან სერიოზულადაა დაინტერესებული. ''წითელი ეშმაკები'' მზად არიან ფეხბურთელის ტრანსფერში 81 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადონ. ''წითელი ეშმაკების'' სურვილია სულშერის გუნდის თამაში უფრო მეტად კრეატიული გახდეს.

გასულ სეზონში ჰავერციმ 17 გოლი გაიტანა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ სიღრმიდან თამაშობდა.

''ლივერპული'' და ''ბარსელონა'' ჰავერცის გადაბირებით დაინტერესებულნი არიან, თუმცა გერმანელის ''ოლდ ტრაფორდზე'' გადასვლის შანსი გაცილებით დიდია.

Bild-ის ცნობით ''ფარმაცევტები'' 20 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 81 მილიონ ფუნტ სტერლინგს ითხოვენ.

ბოლო რამდენიმე წლიდან გამომდინარე ჰავერცი ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი გერმანელი ფეხბურთელია. ''მანჩესტერ იუნაიტედი'' ასევე დაინტერესებულია ჯეიმს მედისონისა და კრისტიან ერიქსენის შეძენით, რომელთა მთავარი პლუსი კრეატიულობაში გამოიხატება.

ჰავერციმ ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის 11 მატჩში 2 გოლი შეაგდო და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები