პირლო, მარკიზიო და ბალოტელი სოციალურ ქსელში იტალიის გამარჯვებას ეხმაურებიან
Aa
Aa

პირლო, მარკიზიო და ბალოტელი სოციალურ ქსელში იტალიის გამარჯვებას ეხმაურებიან

იტალიელი ფეხბურთელები ანდრეა პირლო, კლაუდიო მარკიზიო და მარიო ბალოტელი "სკუადრა აძურას" გუშინდელ სოლიდურ გამარჯვებას გამოეხმაურნენ.

"WOW, ძალიან მინდა საფრანგეთში ვიყო, მაგრამ ამ ეტაპზე ჩემი სახლიდან გამოვხატავ დიდ სიხარულ, როგორც "აძურას" რიგითი ფანი. ფორცა იტალია"! - დაწერა ბალოტელიმ "ინსტაგრამზე".

"ბუფონი სუპერია! პელემ კი ყველაფერი დაამთავრა! ბრწყინვალე მატჩი იყო ბიჭებო! წინ! წინ! წინ"! - ეს უკვე ტრავმირებული კლაუდიო მარკიზიოს პოსტია, რომელიც მის "ტვიტერზე" გამოქვეყნდა.

"საოცარი გუნდი! საოცარი თამაში, საოცარი ფეხბურთელების შესრულებით! ასეთ გუნდს ვერავინ შეაჩერებს"! - გახარებულია "ტვიტერზე" იტალიის ნაკრების ცოცხალი ლეგენდა ანდრეა პირლო. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები