ვაჟა მარგველაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
Aa
Aa

ვაჟა მარგველაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ძიუდოში ჩინეთის მასტერსზე ვაჟა მარგველაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მედლისთვის ბრძოლაში ქართველმა ძიუდოისტმა სლოვენიელ ადრიან გომბოცს  სძლია.

 

მარგველაშვილმა მასტერსზე 4 შეხვედრა გამართა და მხოლოდ ერთხელ მეოთხედფინალში მონღოლ ხერლენ განბოლდთან დამარცხდა.

ქართველმა ძიუდოისტმა კანადელ იაკობ ვალოის , რუს იაკუბ შამილოვსა და კორეელ ლიმვან კიმს მოუგო.

დღესვე ცინდაოს ტატამზე სამი ქართველი ძიუდოისტი გამოჩნდა.

მსოფლიო ჩემპიონმა ლუხუმ ჩხვიმიანი მასტერსს პირველივე წრეში გამოეთიშა.

ასევე ტურნირზე ბაგრატ ნინიაშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა წააგეს.

ხვალ ჩინეთის მასტერსზე ტატო გრიგალაშვილი იასპარეზებს.

ცხელი ამბები