NBA- „ლეიკერსმა“ ზედიზედ მეხუთედ მოიგო - კავაიმ ყოფილი გუნდი დაამარცხა
Aa
Aa

NBA- „ლეიკერსმა“ ზედიზედ მეხუთედ მოიგო - კავაიმ ყოფილი გუნდი დაამარცხა

ორლანდო - ლეიკერსი 87 - 96

ლოს-ანჯელეს „ლეიკერსი“ წარმატებულ გამოსვლას განაგრძობს. გამთენიისას ლებრონ ჯეიმსის გუნდმა მორიგი გამარჯვება იზეიმა და სტუმრად „ორლანდო მეჯიქს“ სძლია.

„მეფე“ ტრადიციულად მოწოდების სიმაღლეზე იყო. ლებრონმა ფლორიდელთა დამარცხებაში დიდი წვლილი შეიტანა და შეხვედრა 25 ქულით, 11 მოხსნითა და 10 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. ჯეიმსის  გარდა 10-ქულიანი ნიშნული მხოლოდ ორმა მოთამაშემ გადალახა - ენტონი დევისი და კენტავიუს კალდუელ პოუპი.

„ორლანდომ“ გუნდური კალათბურთი აჩვენა, მაგრამ პირველი მეოთხედი 26-9 წააგო და მთელი მატჩის განმავლობაში მდევრის როლში იმყოფებოდა. „მეჯიქის“ რიგებში 19 ქულით ჯონათან ისააკი გამოირჩა. ევან ფურნიემ 18 ქულა დააგროვა, ხოლო აარონ გორდონი 14 ქულასა და ამდენივე მოხსნას დასჯერდა.

ტორონტო - კლიპერსი 92 – 112

კავაი ლეონარდმა საჩემპიონო ბეჭედი მიიღო. „ტორონტო რეპტორსმა“ „კლიპერსის“ მსუბუქი ფორვარდის საპატივცემულოდ ცერემონია გამართა და შარშანდელი წარმატების მთავარ შემოქმედს საჩემპიონო ბეჭედი გადასცა.

შეხვედრას რაც შეეხება, დოკ რივერსის გუნდმა იოლი გამარჯვება მოიპოვა და 20-ქულიანი უპირატესობით მოიგო.

„კლიპერსს“ 23 ქულით სწორედ კავაი ლეონარდმა ულიდერა. პოლ ჯორჯმა 13 ქულა ჩააგდო. ლუ უილიამსი 18 ქულას დასჯერდა, ხოლო პატერსონი და ბევერლი 11-11 ქულით გამოირჩნენ

„ტორონტოს“ რიგებში 24 ქულით საუკეთესო პასკალ სიაკამი იყო. ნორმან პაუელმა 22 ქულა დააგროვა, ხოლო ოჯი ანუნობომ აქტივში 13 ქულა ჩაიწერა.

კლივლენდი - ჰიუსტონი 110 – 116

ინდიანა - ბოსტონი 122 – 117

ბრუკლინი - შარლოტა 108 – 113

ჩიკაგო - ატლანტა 136 – 102

მინესოტა - იუტა 116 – 127

ფინიქსი - მემფისი 108 – 115

მილუოკი - ნიუ ორლეანი 127 – 112

საკრამენტო - ოკლაჰომა 94 – 93

გოლდენ სტეიტი - ნიუ იორკი 122 - 124

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები