გენო პეტრიაშვილი საქართველოს ჩემპიონია
Aa
Aa

გენო პეტრიაშვილი საქართველოს ჩემპიონია

ბათუმში თავისუფალ სტილით ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონები დასრულდა.

ჩემპიონატის მესამე დღეს გამარჯვებულები 5 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.

70 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალში მირზა სხულიამ დრამატულ ორთაბრძოლაში ლევან ქელეხსაშვილი დაამარცხა და საქართველოს თასს დაეუფლა.

დღის მეორე ფინალურ ორთაბრძოლაში თეიმურაზ ვანიშვილი თორნიკე ქათამაძეს დაუპირისპრდა.

გორელმა სპორტსმენმა ქათამაძეს იოლად აჯობა და ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა.

79 კილოში კი ჩემპიონის ტიტული ზურაბ ერბოწონაშვილმა მოიპოვა.

ფინალურ ბრძოლაში საგარეჯოელმა მოჭიდავემ  ტარიელ გაფრინდაშვილი დაამარცხა.

92 კილოგრამ წონით კატეგორიაში ირაკლი მწითურმა დავით ფირუზაშვილს დაძაბულ ბრძოლაში აჯობა და ჩემპიონობა ზიეიმა.

დღის ბოლო ფინალში სამგზის მსოფლიო ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა ზურიკო ურთაშვილს აშკარა უპირატესობით ანგარიშით 10:0 მოუგო.

დღეს ჩემპიონები ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაბაში გამოვლინდებიან.

 

ფინალებში იასპარეზებენ :

55 კგ
აკაკი ოსიაშვილი (გარდაბანი) - ზურიკო მაჭარაშვილი (ოზურგეთი)

63 კგ
ლერი აბულაძე (აჭარა) - ქერიმ მაჩალიკაშვილი (აჭარა)

72 კგ
იური ლომაძე (ოზურგეთი) - შმაგი ბოლქვაძე (აჭარა)

82 კგ
აივენგო რიკაძე (გარდაბანი) - გელა ბოლქვაძე (აჭარა)

97 კგ
მათე სოფაძე (ბაღდათი) - რევაზ ნადარეიშვილი (თბილისი)

ცხელი ამბები