როი ჰოჯსონმა თანამდებობა დატოვა
Aa
Aa

როი ჰოჯსონმა თანამდებობა დატოვა

ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალში ისლანდიის ნაკრებთან მარცხის (1:2) შემდეგ როი ჰოჯსონმა თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. 

"ვწუხვარ, რომ ყველაფერი ასე დასრულდა. ვტოვებ პოსტს იმ იმედით, რომ ეს ფანტასტიური ფეხბურთელები მომავალ დიდ ტურნირებზე წარმატებას მიაღწევენ. მათ ამ ჩემპიონატზეც ყველაფერი გააკეთეს, თუმცა როგორც ჩანს რაღაც დაგვაკლდა". - განაცხადა ჰოჯსონმა, რომელიც ინგლისის ნაკრებს სათავეში 2012 წლიდან ედგა და ჩატარებული 56 შეხვედრიდან 33 მოაგებინა. 

გეტყვით იმასაც, რომ ბრიტანელთა აწ უკვე ყოფილი დამრიგებელი "ევრო 2016"-ზე ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი იყო. იგი წელიწადში ხელფასის სახით 5 მილიონ ევროს იღებდა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები