Aa
Aa

ჟეზუშმა ნეიმარის რეკორდი დაამხო

„მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელი, გაბრიელ ჟეზუში ბრაზილიური ფეხბურთის ისტორიაში შევიდა. „ქალაქელთა“ შემტევმა ზაგრების „დინამოსთან“ მატჩში ჰეთ-თრიქი გაიფორმა და რეკორდი დაამყარა.

ჟეზუში ყველაზე ახალგაზრდა ბრაზილიელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე 10 გოლი გაიტანა. „გაბიმ“ მეათე ბურთი 22 წლისა და 252 დღის ასაკში შეაგდო და ნეიმარის მიღწევა გააუმჯობესა. პსჟ-ს ლიდერმა ჩემპიონთა ლიგაზე მეტოქე გუნდების კარი მეათედ 23 წლისა და 75 დღის ასაკში დალაშქრა.

აღსანიშნავია ისიც, რომ „დინამოსთან“ შესრულებული ჰეთ-თრიქის შემდეგ, ჟეზუშს კარიერაში 100-ზე მეტი გოლი დაუგროვდა.

საფეხბურთო სამყაროში ახალგაზრდა ბრაზილიელის მიღწევას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და თავისი შეგირდი უყურადღებოდ არც პეპ გუარდიოლას დაუტოვებია.

„გაბის ასპარეზობით ძალიან გახარებულები ვართ. იმედი გვაქვს ეს მის ხასიათზე გავლენას იქონიებს. ჟეზუში მებრძოლი ფეხბურთელია და შეუძლია უკანახაზელებს დაეხმაროს, მაგრამ თავდამსხმელს გოლების გატანა სჭირდება“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები