აბურჯანია ''ტვენტეში'' რჩება:პრობლემის მიუხედავად წასვლა არ განიხილება
Aa
Aa

აბურჯანია ''ტვენტეში'' რჩება:პრობლემის მიუხედავად წასვლა არ განიხილება

ჰოლანდიური მედიის ცნობით ენსხედეს ''ტვენტე'' ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას შესაძლოა გიორგი აბურჯანიამ დატოვოს, თუმცა თავად ფეხბურთელი კლუბიდან წასვლის ვარიანტს გამორიცხავს. CrystalSport-ის ცნობით საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ჰოლანდიური გუნდის დატოვების ვარიანტს არ განიხილავს, მის გეგმებში სეზონის ბოლომდე ჰოლანდიურ კლუბში დარჩენა შედის.

Twenteinsite.nl-ის ცნობით გიორგი აბურჯანიას, რაფიკ ზეხნინსა და ემილ ბერგრენს ენსხედურ კლუბში სათამაშო დროის სიმცირის პრობლემა აქვთ და შესაძლოა იანვარში კლუბს დაემშვიდობნონ. მიუხედავად ამისა ''სევილიადან''ორწლიანი იჯარით ''ტვენტეში'' განათხოვრებული აბურჯანიას ფიქრები მხოლოდ მოქმედ კლუბს უკავშირდება.

გიორგი აბურჯანიამ მიმდინარე სეზონში ჰოლანდიის ჩემპიონატში 10 მატჩი ჩაატარა, ათივე შეხვედრაში სათადარიგოთა სკამზე იჯდა და თამაშის მიმდინარეობისას ჩაერთო თამაშში. მე-6 ტურში სიტარდის ''ფორტუნასთან'' მატჩში გამარჯვების გოლი გაიტანა.

საერთო ჯამში მან მხოლოდ 146 წუთი ითამაშა, რაც საკმაოდ მცირე დროა. აბურჯანიამ 1 მატჩი ჰოლანდიის თასზე ჩაატარა და მხოლოდ სათასო შეხვედრაში მოხვდა სასტარტოში.

18-გუნდიან ლიგაში გონსალო გარსიას გაწვრთნილი ''ტვენტე''19 ქულით მე-12 ადგილზეა.

ფოტო: fctwente.nl

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები