მე-100 მატჩი
Aa
Aa

მე-100 მატჩი "ლოკომოტივის" რიგებში - კვერკველიამ წელს ჩემპიონთა ლიგაზე პირველად ითამაშა

ჩემპიონთა ლიგის დასკვნით მე-6 ტურში მოსკოვის „ლოკომოტივი“ მადრიდში „ატლეტიკოს“ ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. რუსულმა კლუბმა ჯგუფური ეტაპი ბოლო ადგილზე დაასრულა.

„რკინიგზელთა“ რიგებში ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში საბა კვერკველიას დებიუტი შედგა. ქართველ მცველს აქამდე ტრავმის გამო პრაქტიკულად მთელი ჯგუფური ეტაპის გამოტოვება მოუხდა.

კვერკველიამ თამაში ძირითადში დაიწყო და ეს „ლოკოს“ რიგებში მისი მე-100 მატჩი გახლდათ. დაცვის ცენტრში მასთან ერთად გამოცდილი ჩორლუკა და ჰიოვედესი მოქმედებდნენ. 5 მცველით გამოსულ რუსულ კლუბს ამან მაინც ვერ უშველა და „ატლეტიკომ“ დაგეგმილი 3 ქულა მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ კვერკველია მოედანს ტრავმის შემდეგ ახლახანს დაუბრუნდა და ის, ჯერ თავის საუკეთესო ფორმაში არ იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები