Aa
Aa

"ველას „ბარსელონადან“ შემოთავაზება აქვს", - "ბარსას" მორიგი ტრანსფერი ზამთარში?

დღეს, ესპანურ პრესაში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. წყარო MLS-ის ბინადარი „ლოს ანჯელესის“ მექსიკელი ნახევარმცველი ჯონათან დოს სანტოსია.

„ბარსელონას“ აღზრდილმა დოს სანტოსმა დაადასტურა, რომ მის თანაგუნდელს კარლოს ველას „ბარსელონადან“ შემოთავაზება აქვს.

„ამჟამად შვებულებაში ვარ და ველასთან ხშირი კონტაქტი არ მაქვს. თუმცა, სიმართლეა, რომ მას „ბარსელონადან“ შემოთავაზება აქვს. არ ვიცი, რას გადაწყვეტს ის.

ველა „ლოს ანჯელესში“ ძალიან ბედნიერია, მას დიედებული სეზონი ჰქონდა, მაგრამ როდესაც შენი შეძენით „ბარსელონა“ ინტერესდება, ეს შესანიშნავი შანსია და მასზე უარის თქმა რთულია“.

საინტერესოა, რომ „ბარსელონაში“ თამაშის სურვილი თავად ველასაც აქვს. მექსიკელმა რამდენიმე თვის წინ ასეთი კომენტარი გააკეთა: „ვინ იტყოდა მესისთან ერთად 4 თვე თამაშზე და შემდეგ უკან დაბრუნებაზე უარს? ისიამოვნე, ისწავლე და შემდეგ სახლში დაბრუნდი“.

30 წლის ფეხბურთელი „კამპ ნოუზე“ გადასვლასთან ახლოს 2019 წლის იანვარში იყო, მაგრამ მაშინ „ბარსამ“ უცნაური გადაწყვეტილება მიიღო და 2 მილიონად კევინ პრინც ბოატენგი ინათხოვრა, რომელიც შემდეგ არ ათამაშა და უკან დააბრუნა.

ამჯერად კატალონიელები უსმან დემბელეს დროებით შემცვლელს ეძებენ, რადგან ფრანგი ფეხბურთელი გამუდმებით ტრავმებს იღებს და თავდასხმაში გუნდს მცირე არჩევანი აქვს.

ანტუან გრიზმანი ახალ პოზიციასთან ადაპტაციის პერიოდს გადის და არავინ იცის როგორ დამთავრდება ეს პროცესი. ვალვერდეს კიდევ ერთი არჩევანი 17 წლის ანსუ ფატია. რთული მისახვედრი არ არის, რომ გუნდს შეტევაში მინიმუმ 1 ახალი მაღალი დონის შემტევი ესაჭიროება.

 

კარლოს ველა ამ სიტუაციაში იდეალური ვარიანტი. ის ლა ლიგას კარგად იცნობს. 2012-2017 წლებში „სოსიედადის“ ღირსებას იცავდა. მექსიკელმა „ლოს ანჯელესის“ რიგებში 2 სეზონში 67 შეხვედრაში 53 გოლი გაიტანა და 23 საგოლე გადაცემა შეასრულა.

აქვე გეტყვით, რომ MLS-ში სეზონი მარტის დასაწყისში იწყება. სავარაუდოდ „ბარსელონა“ ველას 4 თვიან, ან ნახევარ სეზონიან კონტრაქტს გაუფორმებს და მექსიკელს თავის რიგებში მინიმუმ გაზაფხულამდე დატოვებს, შემდეგ კი გადაწყვეტილებას ორივე მხარე თავად მიიღებს. იქამდე კი ჯერ ფეხბურთელმა თანხმობა უნდა განაცხადოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები