ნადალი, ჯოკოვიჩი, ფედერერი და ბასილაშვილი - შედეგი, რომელიც მხოლოდ მათ დააფიქსირეს
Aa
Aa

ნადალი, ჯოკოვიჩი, ფედერერი და ბასილაშვილი - შედეგი, რომელიც მხოლოდ მათ დააფიქსირეს

ATP-ის ოფიციალურმა ფეისბუქ გვერდმა 11 დეკემბერს გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც რაფაელ ნადალთან, ნოვაკ ჯოკოვიჩთან და როჯერ ფედერერთან ერთად ნიკოლოზ ბასილაშვილიც არის.

„ოთხმა მოთამაშემ შეძლო ტიტულის დაცვა 2019 წელს. ვინ შეძლებს იგივეს 2020-ში?“ - წერს ATP-ის გვერდი.

როგორც მოგეხსენებათ, ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2019 წელს ჰამბურგის 500-იანი ტურნირის ტიტულის დაცვა შეძლო. ბასილაშვილი ამჟამად ATP-ის რეიტინგში 27-ე ადგილზე იმყოფება.

როგორც მოგეხსენებათ, ბასილაშვილმა მარჯვენა ხელის იდაყვზე ოპერაცია გაიკეთა.

პროცედურამ წარმატებით ჩაიარა. ნიკას კორტზე დაბრუნებას ATP Cup-ზე ელოდებიან. ხსენებული ტურნირი 2020 წლის 3-12 იანვარს ავსტრალიაში ჩატარდება.

საქართველო პირველი ტურის ეგიდით, 4 იანვარს, ესპანეთის ნაკრებს შეხვდება, მეორე ტურში 6 იანვარს იაპონიას დაუპირისპირდება, ხოლო მე-3 ტურის მატჩს 8 იანვარს ჯერჯერობით უცნობ მეტოქესთან ჩაატარებს.

ATP Cup-ზე საქართველოს ღირსებას ნიკოლოზ ბასილაშვილთან ერთად ალექსანდრე მეტრეველი დაიცავს. მათ საშუალება ექნებათ, სარეიტინგო მდგომარეობა გაიუმჯობესონ - კონკრეტულ ჩოგბურთელს ტურნირზე მაქსიმუმ 750 ქულის აღება შეეძლება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები