მაკარიძის აღიარება - პორტუგალიის პრიმერა ლიგის TOP 3 მეკარეს შორის!
Aa
Aa

მაკარიძის აღიარება - პორტუგალიის პრიმერა ლიგის TOP 3 მეკარეს შორის!

საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მაკარიძე პორტუგალიის პრიმერა ლიგის ოქტომბერ-ნოემბრის მონაკვეთის 3 საუკეთესო მეკარეს შორის მოხვდა!

აღნიშნულ ინფორმაციას პორტუგალიური გამოცემა futebol365.pt ავრცელებს.

ხსენებულ გამოკითხვაში მონაწილეობას პორტუგალიის უმაღლესი ლიგის გუნდების მწვრთნელები იღებდნენ. პირველი პოზიცია „პორტუს“ არგენტინელმა მეკარემ აუგუსტინ მარჩესინიმ (37.61%) დაიკავა, მეორე კი „ბენფიკას“ ბერძენი გოლკიპერი ოდისეას ვლახოდიმისი (26.50?%) იყო. გიორგი მაკარიძემ კი ხმების 11.11% მიიღო.

მაკარიძემ, რომლის გუნდიც პრიმერა ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის, მიმდინარე სეზონში 13 მატჩი ჩაატარა და 7-ჯერ კარი მშრალად შეინახა.

თავისი შედეგით მაკარიძე მხოლოდ ზემოთნახსენებ ორ მეკარეს ჩამორჩა. იმის გათვალისწინებით, რომ ქართველი კიპერის  გუნდი აუტსაიდერთა შორის იმყოფება, მისი ასეთი თამაში ორმაგად დასაფასებელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები