თელავი და სამტრედია Crystalbet ეროვნულ ლიგაში იასპარეზებენ
Aa
Aa

თელავი და სამტრედია Crystalbet ეროვნულ ლიგაში იასპარეზებენ

12 წლიანი პაუზის შემდეგ კახეთში დიდი ფეხბურთი ბრუნდება ! "თელავმა" პლეიოფში "რუსთავი" ორი მატჩის ჯამში 3-1 დაამარცხა და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგის საგზური მოიპოვა.

რუსთავში გამართულ მატჩში კახელებმა ადგილობრივ გუნდს ანგარიშიტ 2:1 მოუგეს.

შეხვედრის დებიუტშივე ბექა ქავთარაძემ მასპინძლები პენალტით დააწინაურა.

მე-15 წუთზე ანგარიში გათანაბრდა.  გიორგი ლაცაბიძემ საკუთარ კარში გაიტანა.

32-ე წუთზე კი თორნიკე ძოწენიძემ ისტორიული გოლი გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

პლეიოფის მეორე მატჩი სამტრედიაში გაიმართა.

ეროსი მანნჯგალაძეს სახელობის სტადიონზე „სამტრედიამ“ ბოლნისის „სიონი“ 4:1 დაამარცხა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გურამ სამუშაი გახდა , რომელმაც 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.

სამტრედიალთა რიგებში ასევე თავი ვარლამ კილასონიამ და ნიჯატ ყურბანოვმა გამოიჩინეს. ამ უკანასკნელმა დუბლი შეასრულა.

ბოლნისელთა რიგებში 1 გოლის ავტორი ჯაბა უგულავა გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები