ვალვერდე:
Aa
Aa

ვალვერდე: "თამაშის დროა, მატჩი აუცილებლად ჩატარდება", - "ელ კლასიკოს" კვლავ გადადება ემუქრება?

2019-2020 წლების სეზონის პირველ „ელ კლასიკოს“ კიდევ ერთხელ გადადება ემუქრება და ამის მიზეზი კვლავ საპროტესტო აქციაა.

მატჩი 18 დეკემბერს უნდა გაიმართოს. სწორედ ამ დღეს, ბარსელონაში საპროტესტო აქცია იგეგმება, რომელიც მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გაიმართება და მასში მონაწილეობას 20 ათასამდე ადამიანი მიიღებს. საქმე იმაშია, რომ ადგილობრივი სამართალდამცავები „რეალის“ ავტობუსის უსაფრთხოდ გადაადგილების გარანტიას ვერ იძლევიან.

ადგილობრივ პოლიციასა და სპეცრაზმს რაოდენობა არ ჰყოფნით, რომ ერთდროულად ყველაფერი გააკონტროლონ. აქედან გამომდინარე შეხვედრის კვლავ გადადების იდეამაც გაიჟღერა, რომლის კატეგორიული წინააღმდეგია „ბლაუგრანას“ თავკაცი ერნესტო ვალვერდე:

„მატჩი აუცილებლად ჩატარდება. ეს მაინც მოხდება და არ აქვს მნიშვნელობა სტადიონამდე მისვლა გაგვიჭირდება, თუ არა. თამაშის დროა, ჩვენ „ელ კლასიკოს“ ჩასატარებლად ოქტომბრიდან ვიცდით.

ადამიანებს გამოხატვის თავისუფლება აქვთ, მათ შორის სტადიონზეც“.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად „ელ კლასიკო“ 26 ოქტომბერს თბილისის დროით 15:00 საათზე უნდა გამართულიყო, შემდეგ პოლიტიკური ვითარების დაძაბვამ მატჩის გადადება გამოიწვია. „ბარსელონამ“ და „რეალმა“ შეხვედრის მადრიდში ჩატარებაზე უარი თქვეს. კლუბებმა 18 დეკემბერს თამაშზე თანხმობა ერთხმად განაცხადეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები