გიორგი ჭიაბრიშვილი - გამარჯვებული !
Aa
Aa

გიორგი ჭიაბრიშვილი - გამარჯვებული !

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გაამრჯვების შემდეგ "საბურთალოს" მთავარმა მწვრთნელმა გია ჭიაბრიშვილმა თანამდებობა. დატოვა.

მატჩის შემდეგ ახალგაზრდა სპეციალისტმა კომენატრი გააკეთა :

"6 წლის განმავლობაში “საბურთალოსთან” ერთად დიდი გზა გავიარე, მოვიპოვეთ ჩემპიონობა, თასი… ასე რომ, “საბურთალოს” პირნათელი ვტოვებ"

დღეს კი კლუბის ოფიციალურ ვებ  გვერდზე გავრცელდა განცხადება , სადაც "საბურთალო" გიორგი ჭიაბრიშვილს მადლობას უხდის.

Crystalsport.ge მიმართვას უცვლელად გთავაზობთ :

"საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში “ლოკომოტივთან” 3:1 გამარჯვების შემდეგ, “საბურთალოს” უკვე ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა განაცხადა, რომ 6 წლიანი მუშაობის შემდეგ, კლუბს ტოვებდა. შესაძლოა, ბევრისთვის მოულოდნელი განცხადება იყო, თუმცა კლუბში ეს ამბავი კარგა ხნის წინ იცოდნენ.
თუ “საბურთალოს” რაიმე წარმატებას აქვს მიღწეული, სწორედ ჭიაბრიშვილის სახელთანაა დაკავშირებული. გიორგი ჩვენს კლუბში მხოლოდ მთავარი მწვრთნელი არ იყო. ჭიაბრიშვილი ყოველთვის ხელს უწყობდა საკლუბო რესურსის ერთ მუშტად შეკვრასა და განვითარებას. მისი ხელმძღვანელობით არაერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი დაწინაურდა. მან, ჯერ კიდევ მაშინ ჩაიბარა კლუბი, როდესაც “საბურთალო” ეროვნული ჩემპიონატის პირველ ლიგაში ასპარეზობდა. მისი ხელმძღვანელობით “საბურთალო” 2015 წელს აღზევდა ქართულ საფეხბურთო ელიტაში. ამის შემდეგ იყო მცირე პაუზა – ჭიაბრიშვილმა “საბურთალო” დროებით დატოვა, თუმცა სულ მალე კლუბს ახალი მოტივაციითა და დიდი გამოცდილებით დაუბრუნდა.
სწორედ, ამის შემდეგ მიაღწია ჩვენმა კლუბმა უდიდეს წარმატებებს – 2018 წელს გახდა ქვეყნის ჩემპიონი, 2019 წელს კი იასპარეზა ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე. ბოლო აკორდი “საბურთალოსთან” ერთად საქართველოს დავით ყიფიანის თასის მოგება გახლდათ.
აღსანიშნავია, რომ თასის ფინალი ახალგაზრდა სპეციალისტისთვის იყო მე-200 მატჩი “საბურთალოს” მთავარი მწვრთნელის რანგში.
დარწმუნებულნი ვართ, გიორგი ჭიაბრიშვილი დარჩება “საბურთალოს” ერთგულ გულშემატკივრად! ჩვენის მხრივ, “საბურთალო” მუდამ იქნება მისი უპირველესი ქომაგი.
მადლობა გიორგის გაწეული შრომისთვის!
ახალგაზრდა სპეციალისტს წარმატებებს ვუსურვებთ სამწვრთნელო კარიერაში
!"

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები