საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები მიუნხენში გამოვლინდნენ
Aa
Aa

საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები მიუნხენში გამოვლინდნენ

გერმანიის ქალაქ მიუნხენში ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატების კენჭისყრა გაიმართა. მოგეხსენებათ, საქართველოს დედაქალაქი 2020 წლის 10-19 ივლისს ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონს უმასპინძლებს და ჩვენი ინტერესიც, ცხადია, უმეტესწილად ამ ასაკზეა მიპყრობილი.

კენჭისყრას ესწრებოდნენ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ვლადიმერ ბოისა და 20-წლამდელთა ნაკრების მენეჯერი შალვა ონიანი. ბოისა კენჭისყრაში უშუალოდ მონაწილეობდა და ჯგუფებში რამდენიმე ნაკრებს ადგილც მიუჩინა.

 საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები C ჯგუფში რუსეთთან, ნორვეგიასთან, ესტონეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთად მოხვდა. 

20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი (B დივიზიონი)

18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი (B დივიზიონი)

ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონი რუმინეთის ქალაქ ორადეაში 2020 წლის 24 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით გაიმართებასაქართველოს ნაკრები C ჯგუფში რუმინეთთან, ავსტრიასთან, შვეიცარიასთან, უკრაინასა და ირლანდიასთან მოხვდა

16-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი (B დივიზიონი)

16-წლამდელთა B დივიზიონი 13-22 აგვისტოს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ჩატარდება. აქაც 24 ქვეყნის ნაკრები შეიკრიბება და გათამაშების ფორმატიც სხვა ასაკობრივი პირველობების ანალოგიური იქნება. D ჯგუფში მოხვედრილი საქართველოს მეტოქეები იქნებიან მონტენეგრო, უკრაინა, კვიპროსი, სლოვაკეთი და რუმინეთი.

16 წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატი (C დივიზიონი)

ვაჟებთან ერთად ჩატარდა გოგონათა ევროპირველობათა კენჭისყრაც. საქართველოს ნაკრები 16 და 18-წლამდელთა ჩემპიონატებში ასპარეზობს. ორივეგან ჩვენი ნაკრები C დივიზიონშია. 16-წლამდელთა C დივიზიონს 14-19 აგვისტოს გიბრალტარი უმასპინძლებს, ჩვენი ნაკრების მეტოეები ჯგუფში იქნებიან სომხეთისა და უელსის გუნდები.

18 წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატი (C დივიზიონი)

რაც შეეხებათ 18-წლამდელ გოგონებს, C დივიზიონი ანდორაში, 28 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება და მასში 8 ქვეყნის ნაკრები იასპარეზებს. საქართველო B ჯგუფში სომხეთთან, კვიპროსთან და მალტასთან მოხვდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები