პეგასი მესამე ადგილზე გადავიდა
Aa
Aa

პეგასი მესამე ადგილზე გადავიდა

ოლიმპიურ სასახლეში, ხელბურთის უმაღლესი ლიგის მეექვსე ტურის მატჩში თბილისის “პეგასმა” “სამტრედია” 38-27 დაამარცხა  და მესამე ადგილზე გადაინაცვლა. გორმა კი წყალტუბოს 30-29 მოუგო.

ამ მატჩამდე სამტრედიასა და პეგასს 6-6 ქულა ჰქონდათ და დაძაბული მატჩი იყო მოსალოდნელი, თუმცა, თბილისელებმა იოლად მოიგეს - უკვე პირველი ტაიმის შემდეგ ისინი 10 ბურთით იყვნენ წინ 21-11.

გაცილებით უფრო დაძაბული იყო გორისა და წყალტუბოს პრომეთეს შეხვედრა, რომლის პირველი ნახევარი ფრედ დასრულდა, 14-14. ბოლოში გორელები სამი ბურთით დაწინაურდნენ და წყალტუბომ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. გორმა 4 ქულით მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა, წყალტუბომ კი ზედიზედ მეექვსე მატჩი წააგო.

მე-7 ტურის მატჩებს 17-18 დეკემბერს გამართავს ქუთაისში. მეორე და მესამე წრეს გუნდები 2020 წელს ითამაშებენ, 4 საუკეთესო კი ჩემპიონს ფინალური ოთხეულის ფორმატით გამოავლენს.

ცხელი ამბები