ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონები გამოვლინდნენ
Aa
Aa

ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონები გამოვლინდნენ

ბათუმში თავისუფალ სტილით ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონები გამოვლინდნენ.

გამარჯვებულები 5 წონით კატეგორიაში გაირკვნენ.

57 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩემპიონი ოთარ გოგავა გახდა , რომელმაც ფინალურ შეხვედრაში რამაზ თურმანიძე 6:2 დაამარცხა.

დღის მეორე ფინალურ ბრძოლაში ოლიმპიურმა ჩემპიონმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ედემი ბოლქვაძეს აჯობა და მეტოქეს ანგარიშით 10:4 მოუგო.


74 კილოში ავთანდილ კენჭაძემ უშეღავათო დაძაბულ ფინალში გიორგი სულავა შეხვედრის ბოლო წამებზე დაამარცხა და საქარველოს თასის მფლობელი გახდა.

86 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალური შეხვედრა დავით მარსაგაშვილის იოლი გამარჯვებით დასრულდა. ოლიმპიური თამაშების პრიზიორმა მეტოქე სანდრო ამინაშვილს ანგარიშით 10:0 მოუგო.

დღის ბოლო ფინალურ ბრძოლაში გივი მაჭარაშვილი ზვიად მეტრეველს დაუპირისპირდა. ევროპული თამაშების პრიზიორმა მეტრეველს აჯობა და საქართველოს ჩემპიონი გახდა.

ცხელი ამბები