Aa
Aa

ვინს კარტერმა 1500-ე მატჩი ჩაატარა

„ატლანტა ჰოუქსის“ კალათბურთელმა, ვინს კარტერმა კარიერაში 1500-ე მატჩი ჩაატარა. 42 წლის მსუბუქმა ფორვარდმა ისტორიული შეხვედრა „მაიამი ჰიტის“ წინააღმდეგ გამართა.

კარტერმა პარკეტზე 26 წუთი გაატარა და 12 ქულით, 3 მოხსნითა და 4 შედეგიანი გადაცემით გამოირჩა, თუმცა მისმა გუნდმა სასურველი შედეგი მაინც ვერ დააფიქსირა. საფინალო სირენამდე 1 წუთით ადრე ჯორჯიელები 6 ქულით იგებდნენ, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და ოვერტაიმში 135-121 დამარცხდნენ.

„მაიამისთან“ მატჩის შემდეგ, „ვინსენითი“ NBA-ის ისტორიაში მეხუთე კალათბურთელი გახდა, რომელმაც მონაწილეობა მინიმუმ 1500 შეხვედრაში მიიღო. კარტერის გარდა მსგავსი შედეგი მხოლოდ რობერტ პერიშს, კარიმ აბდულ-ჯაბარს, დირკ ნოვიცკის და ჯონ სტოკტონს აქვთ დაფიქსირებული.

მიმდინარე სეზონში კარტერის მთავარი მოვალეობა „ატლანტას“ ახალგაზრდა კალათბურთელების მენტორობაა. 42 წლის მსუბუქი ფორვარდი პარკეტზე საშუალოდ 15 წუთს ატარებს და 5.6 ქულასა და 1.9 მოხსნას აგროვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები