NBA - თრილერი „ჰიუსტონსა
Aa
Aa

NBA - თრილერი „ჰიუსტონსა" და „საკრამენტოს" შორის, დერიკ როუზმა „დეტროიტს" მოაგებინა

ნიუ ორლეანი - დეტროიტი 103 – 105

„ნიუ ორლეანს“ საშინელი სერია აქვს და „დეტროიტთან“ მარცხის შემდეგ, ზედიზედ 9 წაგება დაუგროვდა. „პისტონსთან“ ჯახში „პელიკანსი“ სასურველ შედეგთან ახლოს იყო და მატჩის დასრულებამდე 71 წამით ადრე 2 ქულით იგებდა, თუმცა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა.

„დეტროიტს“ მხსნელად დერიკ როუზი მოევლინა. 31 წლის გამთამაშებელმა ჯერ ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი საფინალო სირენასთან ერთად გამარჯვების მომტანი ორქულიანი ჩააგდო. თანაც „დი როუზი“ თავის გუნდში საუკეთესო იყო და 21 ქულა მიითვალა.

„პელიკანსს“ რაც შეეხება, „ნიუ ორლეანს“ 31 ქულით ბრენდონ ინგრემმა ულიდერა. ჯრუ ჰოლიდეიმ აქტივში 20 ქულა ჩაიწერა. ჯოშ ჰარტი კი 12 ქულას დასჯერდა.

ჰიუსტონი - საკრამენტო 118 – 119

„ჰიუსტონისა“ და „საკრამენტოს“ მატჩი ნათელი მაგალითია იმისა, თუ რატომ გვიყვარს NBA. „როქეთსისა“ და „კინგსის“ დაპირისპირება ნამდვილი თრილერი გამოდგა, რომელიც მასპინძელთათვის ტრაგიკულად დასრულდა.

მატჩის ბოლო 4 წუთი ქულა ქულაში წარიმართა. შეხვედრის დასრულებამდე 1 წუთითა და 15 წამით ადრე „საკრამენტო“ წინ სამი ქულით იყო. საფინალო სირენამდე 22 წამით ადრე 3 ქულით უკვე „ჰიუსტონი“ იგებდა. 8 წამით ადრე კი ანგარიში თანაბარი გახლდათ!

 

„როქეთსის“ ბოლო შეტევაში რასელ უესტბრუკმა გაიბრწყინა და თავისი გუნდი 2 ქულით დააწინაურა, თუმცა ყველაფერი ამით არ დასრულებულა. 1 წამით ადრე ნემანია ბიელიცამ საკმაოდ შორი სამქულიანი ჩააგდო და „საკრამენტოს“ მნიშვნელოვანი მატჩი მოაგებინა.

ინდიანა - კლიპერსი 99 – 110

ბოსტონი - კლივლენდი 110 – 88

ჩიკაგო - ტორონტო 92 – 93

მილუოკი - ორლანდო 110 – 101

ფინიქსი - მინესოტა 125 – 109

იუტა - ოკლაჰომა 90 – 104

გოლდენ სტეიტი - მემფისი 102 - 110

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები