Aa
Aa

NBA-ში კვირის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელეს

NBA-ის მიმდინარე სეზონის მეშვიდე კვირის საუკეთესო მოთამაშეებად „მაიამი ჰიტის“ მსროლელი მცველი, ჯიმი ბატლერი და ლოს-ანჯელეს „ლეიკერსის“ მძიმე ფორვარდი, ენტონი დევისი დაასახელეს.

ჯიმი „ბაქეთსის“ წყალობით „მაიამიმ“ 4-დან 3 მატჩი მოიგო და „ტორონტო“, „ვაშინგტონი“ და „ჩიკაგო“ დაამარცხა. ბატლერმა ოთხივე შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარა და საშუალოდ 27.5 ქულას, 9 მოხსნას, 8.5 შედეგიან გადაცემასა და 1.3 ჩაჭრას აგროვებდა.

დასავლეთ კონფერენციის საუკეთესო კალათბურთელს რაც შეეხება, ენტონი დევისმა „დენვერის“, „იუტას“, „პორტლენდის“ და „მინესოტას“ წინააღმდეგ გაიბრწყინა. „ტიმბერვულვზთან“ „ეიდიმ“ ფენომენალურად იასპარეზა და აქტივში 50 ქულა, 7 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 4 ჩაჭრა ჩაიწერა. საერთო ჯამში გასულ კვირაში დევისი საშუალოდ 35 ქულას, 8 მოხსნას, 2.5 ასისტს და 2 დაფარებას აგროვებდა. მისმა გუნდმა კი ოთხივე შეხვედრა მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები