ჩაკვეტაძე:
Aa
Aa

ჩაკვეტაძე: "მოედანზე შიშის გარეშე ვიდექი... ახლა ჩემი საუკეთესო ფორმა უნდა დავიბრუნო"

ბელგიის ჩემპიონატის მე-18 ტურში გიორგი ჩაკვეტაძე 8 თვიანი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა. „გენტის“ მთავარმა მწვრთნელმა იენ ტორუპმა 20 წლის ქართველი ფეხბურთელი 76-ე წუთზე ცვლილებაზე შეუშვა.

შეხვედრის შემდეგ, ჩაკვეტაძე ბელგიურ გამოცემა hln.be-ს ესაუბრა:

 

„ჩემთვის ეს საღამო განსაკუთრებული იყო. გოლს, ან საგოლე გადაცემას შევასრულებდი თუ არა, ამას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონია. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რომ მუხლზე საერთოდ არაფერი მიგრძვნია, მოედანზე შიშის გარეშე ვიდექი.

ახლა მთავარია გარკვეული წუთები კიდევ ვითამაშო, რათა ჩემი საუკეთესო ფორმა დავიბრუნო.

საქართველოში ქომაგები ვერ ითმენენ, ჩემი ტელეფონი არ ჩერდებოდა, სულ შეტყობინებები მომდიოდა. ხალხი ჩემი ქვეყნიდან ყოველდღიურად მეკითხებოდა, თუ როდის დავუბრუნდებოდი მოედანს.

რაც შაბათს მოხდა, ეს ჩემთვის სიურპრიზი იყო. შოკირებული ვიყავი, როდესაც განაცხადში ჩემი გვარი ვერ ვნახე, თუმცა მატჩის წინა დასკვნით ვარჯიშზე მწვრთნელმა მითხრა, რომ მოედანზე გასასვლელად მზად ვიყავი“.

18 ტურის შემდეგ ჩაკვეტაძისა და ქვილითაიას „გენტი“ 35 ქულით მე-2 პოზიციაზე იმყოფება და ლიდერ „ბრიუგეს“ 7 ქულით ჩამორჩება.

13 დეკემბერს „გენტი“ ევროპა ლიგაზე უკრაინულ „ოლეკსანდრიას“ უმასპინძლებს, 15 დეკემბერს კი ჩემპიონატში სტუმრად „ოსტენდეს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები