ტიაგო მოტამ ვარჯიში განაახლა
Aa
Aa

ტიაგო მოტამ ვარჯიში განაახლა

როგორც „პარი სენ ჟერმენის“ ოფიციალური საიტი იტყობინება, ტიაგო მოტა, რომელმაც დაზიანება 31-ე ტურში „მარსელთან“ გამართულ შეხვედრაში მიიღო, ვარჯიშს დაუბრუნდა.

 

ხვალ ლორან ბლანის გუნდი, „ბარსელონას“ წინააღმდეგ, „ჩემპიონთა ლიგის“ პირველ მეოთხედფინალურ მატჩს გამართავს და როგორც კლუბში აცხადებენ, გამორიცხული არ არის, რომ ფეხბურთელმა ამ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღოს.

 

ერთი კვირით ადრე ლორან ბლანი აცხადებდა, რომ ტიაგო მოტა კატალონიელებთან მატჩს აუცილებლად გამოტოვებდა, თუმცა როგორც „Le Parisien“-ი იტყობინება, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები