Aa
Aa

სუპერშენგელია! 19 ქულა და გადამწყვეტი სამქულიანი ბოლო წუთზე!

ესპანეთის ჩემპიონატის მე-12 ტურში თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ „ხუვენტუტს“ უმასპინძლა და დრამატულ ბრძოლაში 87:86 დაამარცხა.

ვიტორიელთა 28 წლის ქართველი კაპიტანი შეხვედრის MVP გახდა, თოკომ უბრალოდ ბრწყინვალედ ითამაშა. შენგელია პარკეტზე 31:12 წუთი იმყოფებოდა რა დროშიც მან 19 ქულა, 8 მოხსნა, 1 გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.

შენგელიას დიდებული დაფარება

თოკომ 7-დან 5 ორქულიანი ჩააგდო, 8-დან 6 საჯარიმო გამოიყენა და რაც მთავარია ბოლო წუთზე, როდესაც „ბასკონია“ 84:86 მარცხდებოდა შენგელიამ ზუსტი სამიანი გაუშვა და ჩააგდო!

ასეთი პერფორმანსის შემდეგ, შენგელიას მარგი ქმედების კოეფიციენტი 30 იყო და ბუნებრივია ის შეხვედრის ყველაზე სასარგებლო მოთამაშე გახდა.

შენგელიას ეფექტური ჩატენვა

ამ შეხვედრაში ასევე ძალიან კარგი იყო ნატურალიზებული ქართველი მეტ ჯენინგი, რომელმაც 26:38 წუთში 16 ქულა ჩააგდო. მის ანგარიშზე 5 სამქულიანი და 1 ზუსტი საჯარიმო იყო.

ჯენინგის სამქულიანი

„ბასკონიას“ მე-12 ტურის შემდეგ 6 მოგება და 6 მარცხი აქვს. ვიტორიელები ცხრილში მე-8 მე-11 ადგილებს „ვალენსიასთან“, „გრან კანარიასთან“ და „უნიკახასთან“ იყოფენ.

მომდევნო ტურში „ბასკონია“ სტუმრად „მურსიასთან“ ითამაშებს. შეხვედრა 15 დეკემბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები