კვარაცხელიას გარღვევა და საგოლე გადაცემა - ქართველი მატჩის საუკეთესოდ დაასახელეს
Aa
Aa

კვარაცხელიას გარღვევა და საგოლე გადაცემა - ქართველი მატჩის საუკეთესოდ დაასახელეს

რუსეთის პრემიერლიგის მე-19 ტურში ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილის „რუბინი“ სტუმრად „სოჭის“ დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა.

დავითაშვილმა მატჩი სასტარტოში დაიწყო და ის შესვენებაზე კვარაცხელიამ შეცვალა, რომელმაც ყაზანელთა შეტევები გამოაცოცხლა, რამაც შედეგი მალევე გამოიღო. 49 წუთზე ქართველმა ფორვარდმა გარღვევა განახორციელა, საჯარიმოში ევგენი მარკოვს გადააწოდა, რომელმაც შეტევა გოლით დააგვირგვინა.

კვარაცხელიამ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშის პრიზიც მიიღო.

ხვიჩამ წინა ტურშიც შესანიშნავად ითამაშა და გუნდი ბოლო წუთებზე მარცხისგანაც იხსნა.

„რუბინი“ სატურნირო ცხრილში 19 ქულით მე-13 პოზიციას იკავებს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები