Aa
Aa

"ბარსელონას" ალბა და სემედუ დაუბრუნდნენ

„მალიორკასთან“ მოპოვებული შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ „ბარსელონას“ ბანაკში კარგი ახალი ამბებია. გუნდს ტრავმირებული მოთამაშეები უბრუნდებიან.

დღევანდელ ვარჯიშზე ერნესტო ვალვერდეს განკარგულებაში ხორდი ალბა და ნელსონ სემედუც იყვნენ, რაც იმას ნიშნავს რომ ორივე მათგანი უდიდესი ალბათობით „ელ კლასიკოს“ მზადყოფნაში შეხვდება.

ესპანელი და პორტუგალიელი განაპირა მცველები მოედანზე ნოემბრის შემდეგ არ გასულან, რაც „ბარსას“ ისედაც არასტაბილურ დაცვას კიდევ უფრო სუსტს ხდის.

ჯერჯერობით უცნობია ითამაშებენ თუ არა ისინი ჩემპიონთა ლიგაზე „ინტერის“ წინააღმდეგ. კატალონიელები უახლოეს ორ შეხვედრას სტუმრად ჩაატარებენ. „სან სიროზე“ სტუმრობის შემდეგ ვალვერდეს გუნდი ლა ლიგაში მათთვის უხერხულ მეტოქეს სან სებასტიანის „რეალ სოსიედადს“ ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები