38 წლის ხუაკინის ჰეთ-თრიკი 18 წუთში! ლეგენდარულმა ესპანელმა ლა ლიგის რეკორდი მოხსნა!
Aa
Aa

38 წლის ხუაკინის ჰეთ-თრიკი 18 წუთში! ლეგენდარულმა ესპანელმა ლა ლიგის რეკორდი მოხსნა!

ლა ლიგის მე-16 ტურში „ბეტისმა“ „ბენიტო ვილამარინზე“ „ბილბაოს“ უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა.

5 გოლიანი ლამაზი მატჩი კიდევ უფრო განსაკუთრებული 38 წლის ლეგენდარულმა ესპანელმა ხუაკინ სანჩესმა გახადა, რომელმაც 18 წუთში ჰეთ-თრიკი შეასრულა და ლა ლიგის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე გახდა, რომელმაც ერთ შეხვედრაში მეტოქეს სამი ბურთი გაუტანა.

 

რეკორდის ავტორი დღემდე მადრიდის "რეალის" ლეგენდა ალფრედო დი სტეფანო იყო. ხუაკინი ამ მატჩის მსვლელობისას ზუსტად 38 წლისა და 140 დღის იყო, "ბლანკოსის" ექს-ფორვარდის სარეკორდო მაჩვენებელი კი 37 წელი და 255 დღე იყო.

ხუაკინი „ბეტისის“ სკოლის აღზრდილი გახლავთ. მას ყველა ასაკობრივ გუნდში აქვს ნათამაშები და კარიერის დასრულებასაც მშობლიურ კლუბში გეგმავს.

„ბეტისმა“ ამ გამარჯვების შემდეგ ლა ლიგაში მიჯრით მესამედ 3 ქულა მოიპოვა და ცხრილში მდგომაროება გამოიკეთა. სევილიელები 22 ქულით მე-11 ადგილზე იმყოფებიან და გასავარდნ ზონას როგორც იქნა ჩამოშორდნენ.

„ბილბაო“ კი 26 ქულით მე-6 ადგილს იკავებს და ევროზონაში იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები