Aa
Aa

"გაუგებრობა იყო", - ბექაური პოლიციელებისგან ცემის ფაქტს უარყოფს

ახალგაზრდებს შორის ძიუდოში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა 19 წლის ლაშა ბექაურმა დღეს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა რომ მას პოლიციელები სასტიკად გაუსწორდნენ. ინციდენტი მარჯანიშვილის ქუჩაზე მოხდა.

მოგვიანებით ბექაურმა პოსტი წაშალა. მის განცხადებას ინტერნეტსივრცეში საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

პოსტის წაშლის შემდეგ, ბექაურს "TV პირველი" დაუკავშირდა და კომენტარის გაკეთება სთხოვა. "გაუგებრობა იყო და ნუღარ მკითხავთ, ვერც გეტყვით". ახალგაზრდა ძუდოისტმა ყველაფერი უარყო, თუმცა მისი ვრცელი პოსტი სულ სხვა რამეზე მეტყველებდა...

 

ცხელი ამბები