Aa
Aa

შერმადინმა იფრინა! 25 ქულა, MVP და "ტენერიფეს" მორიგი გამარჯვება!

ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი შეხვედრა ჩაატარა გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“, რომელმაც „მურსიას“ 85:78 სძლია.

პარკეტზე კვლავ საუკეთესო იყო ქართველი ცენტრი და ეს ორივე გუნდის შემადგენლობაში ასე იყო. შერმადინმა 30:16 წუთი ითამაშა, მისი მონაგარი 25 ქულა, 5 მოხსნა, 2 გადაცემა და 1 ჩაჭრა იყო.

შერმადინის ეფექტური ჩატენვა

შეხვედრის MVP სწორედ შერმადინი გახდა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 38 იყო. დიდი შანსია, რომ ქართველი კალათბურთელი ტურის საუკეთესოდაც დაასახელონ.

„ტენერიფე“ 7 გამარჯვებითა და 5 მარცხით სატურნირო ცხრილში მე-6 მე-7 პოზიციას „ანდორასთან“ იყოფს. მომდევნო ტურში ისინი სტუმრად სწორედ „ანდორას“ შეხვდებიან. შეხვედრა 14 დეკემბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები