დონჩიჩმა მაიკლ ჯორდანის რეკორდი გაიმეორა!
Aa
Aa

დონჩიჩმა მაიკლ ჯორდანის რეკორდი გაიმეორა! "დალასმა" კი საკუთარი მოხსნა!

NBA-ს მიმდინარე სეზონის უმთავრესი სენსაცია უდაოდ „დალას მავერიქსია“, რომელიც ლუკა დონჩიჩის ლიდერობით დაფრინავს. ტექსასელებმა ბოლო 11 მატჩიდან 10 მოიგეს. გამთენიისას კი მე-16 გამარჯვება იზეიმეს და „ნიუ ორლეანი“ 130:84 გაანადგურეს.

სეზონში ეს „დალასის“ მე-3 გამარჯვება იყო, რომელიც მათ 40 ქულიანი უპირატესობით მოიპოვეს. ეს გუნდის ისტორიაში რეკორდი გახლავთ.

ლუკა დონჩიჩმა 26 ქულა, 9 გადაცემა და 6 მოხსნა მიითვალა. სლოვენიელისთვის ეს მე-18 ისეთი შეხვედრა იყო, რომელშიც მან მინიმუმ 20 ქულა, 5 მოხსნა და 5 გადაცემა ჩაიწერა. ამ მაჩვენებლით ლუკამ კალათბურთის ღმერთის მაიკლ ჯორდანის 1988/89 წლების სეზონის მიღწევა გაიმეორა!

„ნიუ ორლეანის“ წინააღმდეგ ასევე ბრწყინავდა სერბი გიგანტი ბობან მარიანოვიჩი, რომელმაც 15 ქულა და 16 მოხსნა შეასრულა.

„დალასი“ მომდევნო შეხვედრას „საკრამენტოს“ წინააღმდეგ გამართავს დადონჩიჩს ჯორდანის რეკორდის დამხობის კარგი შანსი ექნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები