ბითაძის 9 წუთი და 0 ქულა -
Aa
Aa

ბითაძის 9 წუთი და 0 ქულა - "ინდიანამ" "ნიქსი" მძიმე ბრძოლაში დაამარცხა

გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ გამთენიისას NBA-ში მორიგი შეხვედრა გამართა და სტუმრად „ნიუ იორ ნიქსი“ 104:103 დაამარცხა.

გოგამ პარკეტზე 9 ქუთი გაატარა. სამწუხაროდ მას არცერთი ქულა არ ჩაუგდია. ბითაძემ მხოლოდ 2 მოხსნის მოგროვება შეძლო.

„ინდიანას“ რიგებში ყველაზე შედეგიანი 25 ქულით უორენი იყო. საბონისს ტრადიციული ორმაგი დუბლი ჰქონდა - 19 ქულა, 15 მოხსნა, დაგ მაკდერმოტმა კი 16 ქულა ჩააგდო.

უნდა აღინიშნოს, რომ „ნიქსი“ მთვარი მწვრთნელის დევიდ ფიზდეილის დათხოვნის შემდეგ პორველ შეხვედრას მართავდა და ეს გუნდს აშკარად დაეწყო. მასპინძლები ბოლო წამამდე იბრძოდნენ და გამარჯვებაც შეეძლოთ, თუმცა ჯულიუს რენდლის სამიანი არაზუსტი გამოდგა. რთული გასახსენებელია, როდის ვიხილეთ ასეთი ბრძოლისუნარიანი „ნიქსი“ ბოლოს.

ინდიანაპოლისელებს 23 შეხვედრის შემდეგ 15 გამარჯვება და 8 მარცხი აქვთ. გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე იმყოფება. ნეიტ მაკმილანის ბიჭები მომდევნო შეხვედრას 10 დეკემბერს საკუთარ კედლებში მრისხანე „ლოს ანჯელეს კლიპერსის“ წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები